15:00 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 14:20:55, 1185 ნახვა

საზოგადოება
ტექნოპარკში იტალიის კვლევებისა და ინოვაციების დღე აღინიშნა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში, იტალიის კვლევებისა და ინოვაციების დღე (Italian Innovation and Research Day) აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, გაიმართა დისკუსიები იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც სთავაზობს იტალია ქართველ სტარტაპებს და სტუდენტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც, რომლის გამარჯვებულებიც გაემგზავრებიან იტალიაში და გაივლიან სამთვიან უფასო სასწავლო ვიზიტს SPICI -ის FabriTech განყოფილებაში და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში.

„აღნიშნული პროექტი ხორციელდება 2018 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ქართველი სტარტაპებისთვის უფასო ,,სასწავლო ვიზიტს იტალიაში“.  პროექტი მესამე წელია ხორციელდება და მისი მიზანია,  როგორც ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ასევე საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გაზიარება.“- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics