17:31 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 18:42:44, 1319 ნახვა

მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი: ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ

 ნატო-ს გენერალური მდივანი, იან სტოლტენერგი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო -ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი განხილვების შედეგად კონსენსუსის მიღწევას შეძლებს.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ  ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა წლების განმავლობაში წარმატებული იყო, ხოლო შვედეთი და ფინეთი ალიანსის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მათი  გაწევრიანება კონტინენტისთვის ისტორიული მომენტი იქნება.

"თურქეთი ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მათ გამოხატეს ეჭვი და როგორც ნატო-ში ყოველთვის ვიქცევით, როდესაც  გარკვეული ეჭვები არსებობს, ჩვენ ვსხდებით სასაუბროდ და მე დარწმუნებული ვარ, წევრობის საკითხის გადაჭრაზე საერთო ენას გამოვნახავთ და კონსენსუსს მივაღწევთ. ყველა პარტნიორი თანხმდება, , რომ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა წარმატებით სარგებლობდა წლების განმავლობაში. ფინეთი და შვედეთი კი წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ამ დროისთვის ისინი ჩვენი უახლოესი მოკავშირეები არიან. თუ შვედეთი და ფინეთი გადაწყვეტენ ნატო-ში გაწევრიანებაზე განცხადის შეტანას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ევროპისთვის, ფინეთისა და შვედეთისთვის,".- განაცხადა სტოლტენბერგმა. 

 შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოზირიურად არ აფასებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, ტერორისტული საფრთხეების გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics