22:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 10:56:51, 1519 ნახვა

ომი უკრაინაში
„რუსეთის შეჭრა იმპულსს კარგავს“ - ნატოს გენმდივნის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინას ომი მოგება შეუძლია

ნატოს გენერალური მდივანის მოადგილე მირჩა ჯოანი დარწმუნებულია, რომ უკრაინას, გამბედაობისა და დასავლეთის დახმარების წყალობით,  შეუძლია მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ ჯოანმა ბერლინში მოკავშირეების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დროს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ბოლო მოვლენებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

„რუსეთის სასტიკი შეჭრა კარგავს იმპულსს და მოკავშირეებისა და პარტნიორების მნიშვნელოვანი მრავალმილიარდიანი მხარდაჭერის - სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელი ხალხისა და არმიის გამბედაობით და ჩვენი დახმარებით უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი. - თქვა ნატოს გენერალური მდივანმა.

ცნობისთვის, შეიარაღებულმა ძალებმა  ხარკოვის მახლობლად წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა, რის შედეგადაც რუსებს მოუწიათ  დამარცხებული პოზიციების დატოვება  და რუსეთის საზღვრისკენ გადაადგილება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics