|
2022-05-14 13:17:02, 932 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წევრებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ისმაილ ჰუსეინოვთან და დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ლევან კაკავას თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საბაჟო კონტროლის პროცედურების ეფექტური აღსრულება და გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის კოორდინირებული მართვა. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონში შეიქმნა და ასევე განვიხილეთ მათი სწრაფად გადაჭრის შესაძლებლობები. ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებობს სრული მზაობა იმისთვის, რომ საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა კომპანიებმა შეძლონ საქართველოს გავლით დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით ტვირთების შეუფერხებლად გადატანა“,- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. შეხვედრაზე, მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმ მსხვილ რეგიონალურ პროექტზე, რომელიც ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზის“ გახსნას უკავშირდება. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა. შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრები ,,სარფის“ და „ვახტანგისის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებს ესტუმრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)