|
2022-05-14 12:11:51, 1514 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრიუშჩენკო - ოკუპანტებმა მარიუპოლის მცველების ოჯახებზე პირადი ინფორმაცია გაავრცელეს
რუსმა ოკუანტებმა მარიუპოლის მცველების ცოლებისა და საცოლეების პირადი ინფორმაცია სოციალურ გაავრცელეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანრიუშჩენკო ავრცელებს. მისივე თქმით, ოკუპანტები თავს ესხმიან არა მხოლოდ აზოვსტალში მყოფ მცველებს, არამედ მათ ოჯახებსაც. "აზოვსტალს თავს ესხმიან ციდან, ხმელეთიდან, აქვთ ხმელეთზე წინსვლის მცდელობები. მტრის ცინიზმი იზრდება. ოკუპანტები თავს ესხმიან არა მხოლოდ აზოვსტალში მყოფ მცველებს, არამედ მათ ოჯახებსაც. გუშინ ოკუპანტებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია ჩვენი მცველების ცოლებისა და საცოლეების შესახებ." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)