16:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 23:09:05, 1334 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრალდება, თითქოს, ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, რუსული დეზინფორმაცია - ნიკა მელია პროპაგანდას ავრცელებს

,,ბრალდება, თითქოს, ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, ოფიციალურად ანტიდეზინფორმაციულ ვებგვერდზე ნახავთ. ევროკავშირის  დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებას ეს ინფორმაცია აქვთ ოფიციალურად აღიარებული და გამოაშკარავებული, როგორც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ამ შემთხვევაში, ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს,  რომ ევროკავშირი არის ის გაერთიანება, რომელიც ერევა სხვა ქვეყნის არჩევნებში. ამაზე მეტი რუსული პროპაგანდა რა უნდა გაატაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ?” - არ ვიცი,’’- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ აქვს ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც მის სტაბილურ ამომრჩეველს უკავშირდება. სწორედ, ამის შედეგია ის მარცხი, რასაც პარტია ყველა არჩევნებზე განიცდის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფუნდამენტური პრობლემა, რომ მას ჰყავს  სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც არც იკლებს და არც მატულობს. იმიტომ, რომ  გარკვეული ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიმართ, მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ არც ემატებათ და არც აკლდებათ ამომრჩეველი ნიშნავს იმას, რომ მათი ქცევა არასწორია.  მათ არანაირი შეთავაზება არ აქვთ მოსახლეობის მიმართ გარდა დესტრუქციისა, რევანშისა და სწორედ, რევანშის მომხრეები ჰყავთ ამომრჩევლებად, სტაბილურად, 2012 წლიდან. რევანში, რომ ვერ შედგება ამ რაოდენობის მომხრეებით, ესეც ნათელია. ამ იმედგაცრუებას „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ყოველ ჯერზე იგრძნობს,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics