|
2022-05-13 13:36:47, 2381 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინთან კიდევ ერთი რუსული ხომალდი დააზიანეს
უკრაინელმა სამხედროებმა, კუნძულ ზმეინთან კიდევ ერთი რუსული ხომალდი „ვსევოლოდ ბობროვი“ დააზიანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩი Feigin Live-ზე ავრცელებს. არესტოვიმიჩის თქმით, წინასწარი მონაცემები, რომლებიც უნდა დაზუსტდეს, მიუთითებს იმაზე, რომ გემი არ ჩაიძირა, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა. „კიდევ ერთი ჩერნობაევკა არის ზმეებაევკა. ძვრებიან და ადიან. აბა, აიღეთ ეს უბედური ოთხი ფეხბურთის მოედნის ზომის კუნძული, რომელზედაც დასამალი არსად არის", - აღნიშნა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ 12 მაისს შავ ზღვაში, რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი გემი დაკარგა. ხოლო 7 მაისს უკრაინულმა Bayraktar TB2-მა კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურა. 6 მაისს გავრცელდა ინფრომაცია, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა. დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურინ ინფორმაციით, რუსულმა საზღვაო ძალებმა, გემი მოსკვას ჩაძირვის შემდეგ, უკან დაიხიეს და ყირიმში დაბრუნდნენ. რუსეთის მომმარაგებელი ხომალდები შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მინიმალურადაა დაცული..
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)