2022-05-12 16:05:18, 1601 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - მივესალმებით პოზიტიურ ცვლილებებს გერმანიის პოზიციაში
უკრაინა მიესალმება პოზიტიურ ცვლილებებს გერმანიის პოზიციაში. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცცელებს.
მისივე თქმით, გერმანია ახლა "სწორი მიმართულებით" მოძრაობს.
"ჩვენ ვხედავთ გერმანიის განვითარებას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე - ეს პოზიცია სწორი მიმართულებით მიდის, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და ჩვენ ყველანი წინ მივიწევთ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღება,", - განაცხადა კულებამ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,