18:06 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 16:43:56, 1651 ნახვა

ომი უკრაინაში
დიმიტრი პესკოვი - ხერსონის ოლქის მაცხოვრებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, შეუერთდებიან თუ არა რუსეთს

ხერსონის ოლქის მაცხოვრებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მიმართონ თუ არა რეგიონს რუსეთთან შესაერთებლად, გარდა ამისა, ასეთ შესაძლებლობას უნდა ჰქონდეს მკაფიო სამართლებრივი დასაბუთება,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ეს არის კითხვა, რომელიც ნათლად და გულდასმით უნდა იყოს გადამოწმებული და შეფასებული იურისტებისა და იურიდიული ექსპერტების მიერ.

„რა თქმა უნდა, იქნება თუ არა მიმართვა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, უნდა გადაწყვიტონ ხერსონის ოლქის მცხოვრებლებმა და ხერსონის ოლქის მცხოვრებლებმაც უნდა გადაწყვიტონ მათი ბედი“, - განაცხადა პესკოვმა.

გარდა ამისა, კრემლის თქმით, სწორი იქნებოდა თუ არა რეგიონში რეფერენდუმის ჩატარება, პესკოვმა აღნიშნა: „მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა, რეფერენდუმზე არაფერი მითქვამს“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, კირილ სტრემოუსოვმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვა გაავრცელა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics