2022-05-11 12:16:08, 785 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა ჰაიდი გრაუს სამინისტროს მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სერვისებს, ასევე დასაქმების საკითხებს. იმსჯელეს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
მხარეებმა ჩOVID-19-ის კუთხით არსებული დადებითი დინამიკაც განიხილეს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაშიც, საქართველოს მსგავსად, უკვე ყველა შეზღუდვა მოხსნილია. აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),