18:10 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 16:27:09, 1452 ნახვა

ომი უკრაინაში
მაკრონი - დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი მშვიდობას მოითხოვენ და ამ დროს არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული

მაშინ, როცა ევროპა უკრაინას ეხმარება, დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი მშვიდობას მოითხოვენ და ამ დროს არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან გარიცხული. - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, ევროპამ უნდა ისწავლოს წარსულის შეცდომებზე.

"მაშინ, როცა ევროპა უკრაინას ეხმარება, დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი მშვიდობას მოითხოვენ და ამ დროს არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან გარიცხული, როგორც ეს გერმანიასთან მიმართებით 1918 წელს. ჩვენ უნდა გვქონდეს ეს სტანდარტი, რადგან ვიცით, რომ მომავალი კვირები და თვეები ძალიან რთული იქნება " - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics