|
2022-05-10 14:18:56, 1037 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლებზე გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით იღებს, რაც მის ჯანმრთელობას უშლის ხელს. შესაბამისად როგორც სხვა ნებისმიერი პატიმრის შემთხვევაში, გართულებების თავიდან არიდების მიზნნით, მას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, სადაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ საჭირო გამოკვლევებსა და მკურნალობას. „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილსაც, რითაც ფაქტობრივად, უარს ამბობს საკუთარი გადაწყვეტილებით სრულფასოვან მკურნალობაზე,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში, სადაც ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებს. თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)