19:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 19:04:27, 1155 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა

ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ევროპის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

მისივე თქმით, ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ, იმას შევძლებთ.

" ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე, არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, რომ შევძლებთ!

ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ, იმას შევძლებთ. ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: "მშვიდობა თუ თავისუფლება", რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა!" - განაცხადა ზურაბიშვილმა..

შეგახსენებთ,  რომ ევროპის დღესთან დაკავშირებით დღეს ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა რომელმაც აღნიშნა რომ უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics