|
2022-05-09 13:42:04, 974 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთი ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგოსგან გათავისუფლებას ითხოვს
ბულგარეთი უნგრეთისა და სლოვაკეთის მსგავსად, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგოსგან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ასენ ვასილიევმა განაცხადა. ზღვაზე გასასვლელის არ მქონე უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი რუსულ ნავთობზე, ალტერნატიული წყაროების უზრუნველსაყოფად იბრძვიან და მათთვის ნავთობის ემბარგოს გაუქმებას ითხოვენ. ბულგარეთი ასევე ითხოვს გამონაკლისის დაშვებას. ვიცე-პრემიერის თქმით, ევროკავშირის მთავრობები მიუახლოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შეთანხმებას, უკრაინაში შეჭრის გამო. „მოლაპარაკებები გაგრძელდება ხვალ, სამშაბათს ასევე და შეიძლება საჭირო გახდეს ლიდერების შეხვედრა მათ დასასრულებლად. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. თუ გამონაკლისი იქნება ზოგიერთი ქვეყნისთვის, ჩვენც გვინდა მივიღოთ. თუ არ მივიღებთ, არ დავუჭერთ მხარს სანქციებს, მაგრამ მე არ ველოდები, რომ საქმე აქამდე მივა, მიმდინარე მოლაპარაკებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ვასილიევმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა უკვე წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დეტალები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, რომელიც ითვალისწინებს, რომ რუსეთის ფედერაციიდან ნედლი ნავთობის მიწოდება შეჩერდება ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო რაფინირებული პროდუქციის მიწოდება - წლის ბოლომდე.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)