16:32 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 11:34:30, 988 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, გავაგრძელებთ თავდაცვის უფლების გამოყენებაში დახმარებას

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთის ლიდერს,  ნაციზმზე გამარჯვების დღეს დაასრულოს ომი უკრაინაში. მან გერმანულ გაზეთ Die Welt-ს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და  სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებდა 9 მაისის გამოსვლას დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატოს გასაკრიტიკებლად.

 „მოველით, რომ პუტინი 9 მაისს კვლავ გაავრცელებს სიცრუეს ნატოზე და მთლიანად დასავლეთზე ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას თავდაცვის უფლების გამოყენებაში“, - განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ნატო აგრესიულად მოქმედებს და ამტკიცებს, რომ ეს არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც შექმნილია მშვიდობის უზრუნველსაყოფად,  თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებების მხარდასაჭერად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics