16:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 16:14:07, 1625 ნახვა

ომი უკრაინაში
ემანუელ მაკრონი - პირობას ვდებ, რომ უკრაინაში დემოკრატია და გამბედაობა გაიმარჯვებს

საფრანგეთმა უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია და პირობა დადო, რომ უკრაინაში დემოკრატია და გამბედაობა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციის დროს განაცხადა.

საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტად ხელახალი არჩევით საფრანგეთმა აირჩია „დამოუკიდებლობის პროექტი დესტაბილიზებულ სამყაროში“.

„სადაც ბევრმა აირჩია უკან დახევა, ზოგჯერ ნაციონალისტური ცდუნებისადმი მიდრეკილება, წარსულის ნოსტალგია, იდეოლოგიების სირენები, რომელთა დანაპირები ჩვენ გვგონია, რომ დავტოვეთ წინა საუკუნეში, ახლა ფრანგმა ხალხმა  მკაფიო არჩევანი გააკეთა“, - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ  გასულ თვეში მაკრონი გახდა პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ხელახლა აირჩიეს საფრანგეთში. რამდენიმე დღის შემდეგ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარების გარდა, გაგრძელებს ზრდას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics