|
2022-05-07 14:35:19, 1019 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორს საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებები გააცნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, თბილისში, ბათუმსა და ფოთში ბიზნეს ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნეს ოპერატორებს ცვლილებების შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინეს და სხვა ცვლილებებთან ერთად ის საბაჟო პროცედურები გააცნეს, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელი ხდება საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება. 2022 წლის 14 მაისიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სხვა მიმართულებებთან ერთად, თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა -„eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი, განსხვავებული საფასურები დგინდება. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“არასამუშაო დროდ განისაზღვრა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 21 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდი, ხოლო შაბათს − 21 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდი უქმე დღეებია. ამასთან, გაფორმების ორგანოებში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდში, შეიზღუდება ისეთი საქონლის გაფორმების საბაჟო პროცედურები, რომელიც არ მიეკუთვნება პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ საქონელს. სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ. საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე ის დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში. ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათისაა და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=615
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ტელეკომპანია თრიალეთმა პროკურატურას მიმართა - საჯარო რეესტრის შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით
სიბიგა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)