17:04 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 16:30:40, 1585 ნახვა

საზოგადოება
კვლევის მიხედვით, საქართველოში ლგბტქ თემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება საგრძნობლად შემცირებულია

"ქალთა ინიციატიცების მხარდამჭერმა ჯგუფმა" ლგბტქ  თემის მიმართ საქართველოში საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ კვლევა მოამზადა, რომლის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ინდექსები კლებულობს.

კვლევის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ლგბტქი თემის მიმართ. გამოკითხულთა 20.6%-ით ნაკლები (55.9%) ფიქრობს, რომ ლგბტქი ჯგუფის თანასწორობისთვის ბრძოლა საკუთარი ცხოვრების წესის სხვებისთვის თავზე მოხვევა ან პროპაგანდაა. თითქმის 20%-ითაა (56.8%-მდე) შემცირებული თემის უფლებადამცველების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც.
 
"რესპონდენტთა 48.2% მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, ლგბტქი ადამიანები პრივილეგიებისთვის იბრძვიან და არა -თანასწორუფლებიანობისთვის, 39.5% კი ფიქრობს, რომ საქართველოში მათი უფლებები დაცულია. თუმცა, ამავდროულად, გამოკითხულთა 38.6% ამბობს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი ჯგუფის მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე,"- ვკითხულობთ დოკუმენტში. 

 კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ლგბტქი ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და მარგინალურ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციასა და ძალადობას განიცდიან, ხოლო მათი უფლებების დაცვისა და პრაქტიკაში რეალიზების მხრივ, კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ტელეკომპანია თრიალეთმა პროკურატურას მიმართა - საჯარო რეესტრის შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით
სიბიგა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics