15:19 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 11:23:49, 858 ნახვა

სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHღ) დირექტორს - მატეო მეკაჩის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში განხორციელებულ იმ რეფორმებსა და ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას, ასევე, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას უზრუნველყოფს. მხარეებმა განიხილეს საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები.

ალექსანდრე დარახველიძემ და მატეო მეკაჩიმ ასევე ისაუბრეს სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHღ) შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

„მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში - ქეთევან ციხელაშვილი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHღ) დირექტორის წარმომადგენელი ვენაში, სპეციალური მრჩეველი - პეტერ მოსოპი და სამართლებრივი საკითხების ოფიცერი- კარინ სიმონსენი.”- აღნიშნულია უწყების ინფრომაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics