20:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 11:16:45, 948 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი: ჯერ ვკითხოთ ექიმებს და მერე გადავწყვიტოთ, თუ რა ტიპის სამედიცინო ღონისძიებები უნდა გატარდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილის მიერ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხი არა პოლიტიკოსის, არამედ ექიმის გადასაწყვეტია; ექიმებს კი, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე  არ უსაუბრიათ.

„როდესაც საუბრობენ საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ეს არ არის არც ბატონი ბეჟაშვილის და არც სხვა პოლიტიკოსის საქმე. ექიმები და, მათ შორის, სახალხო დამცველის ჯგუფში შემავალი ექიმებიც კი, არ საუბრობენ  იმაზე, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა. საქართველოში იკურნება ძალიან ბევრი დაავადება და უამრავი ადამიანი. ამიტომ სწორედ ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც ემსახურება არა განკურნებას, არამედ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევას,  რასაც  მიზნად ისახავს ეს ხალხი. მოდი, ამიტომ ჯერ ვკითხოთ ექიმებს და მერე გადავწყვიტოთ, თუ რა ტიპის სამედიცინო ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ადამიანის მიმართ", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics