14:23 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 10:39:48, 1179 ნახვა

მსოფლიო
შოლცი და ბაიდენი თანხმდებიან, რომ რუსეთის ტერიტორიულ მიღწევებს უკრაინაში არ აღიარებენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამართულ სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ, რომ ისინი არ აღიარებენ რუსეთის ტერიტორიულ მიღწევებს უკრაინაში. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა.

 სპიკერის ცნობით, ორმა ლიდერმა რუსეთის ხელმძღვანელობის ბოლო კომენტარები დაგმო, რომელიც მიზნად დემოკრატიულად ლეგიტიმირებული უკრაინის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას ისახავს.

"ისინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინას სჭირდება შემდგომი არსებითი და მუდმივი მხარდაჭერა თავდაცვის ლეგიტიმური უფლებისთვის. ბაიდენი მიესალმა გერმანიის მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გაწეულ დახმარებას და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ არსებულ ინიციატივებს, დადებითად შეფასდა  მათი მჭიდრო პარტნიორობა ამ კრიზისის განმავლობაში", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, შოლცმა და ბაიდენმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების ინიციატივებზე ისაუბრეს..

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics