15:23 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 17:37:47, 1207 ნახვა

სამართალი
თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი დასრულდა. თამაშებში, რომელიც გორის რაგბის სტადიონზე მიმდინარეობდა, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

შვიდკაცა რაგბიში პირველი ადგილი IV ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები I და III ქვეითი ბრიგადის გუნდებმა გადაინაწილეს. ლელობურთში პირველ ადგილს III ქვეითი ბრიგადის ნაკრები დაეუფლა, მეორე ადგილს - VI საარტილერიო ბრიგადა, ხოლო მესამე ადგილი II ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა. 

უწყების ცნობით, ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ გამარჯვებულ გუნდებს სამ საპრიზო კატეგორიაში შესაბამისი მედლები და თასი გადასცეს. ტურნირში მონაწილე რვა გუნდიდან შეირჩა 12 მოთამაშე, რომლებიც უწყების სახელით 2022 წლის ივნისში, საფრანგეთში დაგეგმილ ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. 

საქართველოს თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და რაგბის კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics