|
2022-05-05 10:01:17, 1315 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის პრემიერი: იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება
იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დაგმო რუსეთის მიერ იაპონიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას "სრულიად მიუღებელი" უწოდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა რომში ვიზიტის დროს განაცხაადა, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი. "რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაული. რუსულმა მხარემ სამხედრო საშუალებებს მიმართა და ეს ვითარება გამოიწვია. იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი", - განაცხადა იაპონიის პრემიერმა. ცნობისთვის, იაპონიამ ადრე მიიღო შეზღუდვების რამდენიმე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო. სულ 500-ზე მეტ ადამიანს შეეხო ინდივიდუალური სანქციები, მათ შორის ქვეყნის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, ოფიციალური პირებსა და ბიზნესმენებს. გარდა ამისა, იაპონიამ გაყინა Otkritie Bank, Novikombank, Sovcombank, VTB, Rossiya Bank, Promsvyazbank, VEB.RF, Sberbank და Alfa-Bank, ასევე 40-მდე რუსული ორგანიზაციისა და კომპანიის აქტივები. ამის საპასუხოდ, რუსეთმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასა და ქვეყნის კიდევ 62 მოქალაქეს სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)