13:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 10:57:23, 1532 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლაფ შოლცი - ვერავინ იფიქრებს იმას, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებსაც არ დაესხმება თავს

ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებსაც არ დაესხმება თავს, უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული  წესრიგი დაარღვია და აიძულა ევროპა გაეძლიერებინა თავისი თავდაცვის სტრატეგია. შესაბამისად გერმანია მზადაა, მხარი დაუჭიროს ფინეთსა და შვედეთს, თუ ისინი გადაწყვეტენ ნატო-ში გაწევრიანებას.

„ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევს საერთაშორისო კანონს“, - განაცხადა შოლცმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომელიც მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ აღწერს, ფინეთი და შვედეთი განიხილავდნენ ნატო-ს დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას, რაც სკანდინავიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს გულისხმობს.

მანამდე შვედეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებმა უკვე აღნიშნეს, რომ  16-22 მაისის კვირაში გეგმავენ შეხვედრას და თავიანთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების სურვილის ოფიციალურად გამოაცხადებას.

გარდა ამისა, ჟურნალ Stern-თან ინტერვიუში, შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა იმპერიალისტურია, ხოლო მეზობელ ქვეყნებს კი რუსეთის უკანა ეზოდ თვლის.

„მას სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალადობით გადალახვა,ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას სამყაროში,“- დასძინა შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics