2022-05-03 18:55:09, 1677 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ჩერნობაევკას ადმინისტრაციის უფროსი ტყვედ აიყვანეს
ოკუპანტებმა ჩერნობაევკას ადმინისტრაციის უფროსი იგორ დუდარი ტყვედ აიყვანეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ვიცეპრემიერმა და მინისტრმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.
მისივე თქმით,ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 2 მაისს გახდა ცნობილი.
ცნობისთვის, პარალელურად რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს დუდარი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,