01:16 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 16:35:13, 940 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთი“ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების მხარდაჭერას აგრძელებს

ლიბერთისა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით,  სტარტაპ ბიურომ, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT)  გოგოების ჩართულობის შესახებ PechaKucha Night Tbilisi-ს მე-17 ღონისძიებას უმასპინძლა.

PechaKucha Nights არის შეხვედრების სივრცე, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ წამოწყებული ღონისძიება დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველოში PechaKucha Nights 2011 წლიდან ტარდება.

წლევანდელი ღონისძიების მიმდინარეობისას, ICT ინდუსტრიაში დასაქმებულმა ქალებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებსაც გოგოები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აწყდებიან. ბიზნესში წარმატების მიღწევის 5 სტრატეგიის შესახებ საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა ბიზნეს მენტორი და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრენერი ლინდა პერეირა, რომელიც ამ სფეროში არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს.

ლიბერთისა“ რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერი, ლოლიტა რურუა საზოგადოების წინაშე, სხვა სპიკერებთან ერთად, თავისი ისტორიით წარსდგა: ,,PechaKucha Night Tbilisi საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ქალებისა და გოგოების თანასწორი კარიერული შესაძლებლობებით უზრუნველყოფა. მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება ლიბერთის მხარდაჭერით ჩატარდა. მეც შევეცადე წარმედგინა ჩემი ისტორია, როგორც ლიბერთის მონაცემთა მეცნიერის ჩართულობა მნიშვნელოვან პროექტებში და მესაუბრა,  გენდერულ თანასწორობაზე ინდუსტრიაში.  ვფიქრობ, აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა  ტექნიკური მიმართულებებით ქალთა ჩართულობის სტიმულირებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის, რათა სტერეოტიპების გავლენის გარეშე, ყველამ თანაბრად შეძლოს აირჩიოს და აკეთოს საქმე, რომელიც ნამდვილად უყვარს" - ლოლიტა რურუა,  ეკონომიკის მაგისტრი და ლიბერთის რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics