22:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 14:18:47, 1157 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - თუკი ვინმე ითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ყველას საქართველოს ომში ჩართვა ამოძრავებს

თუკი ვინმე ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს  სააკაშვილის სადმე გადაცემას, ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - ეს არის ომში საქართველოს ჩართვა - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი.
„თუკი ვინმე ითხოვს ან მოითხოვს მომავალში სააკაშვილის სადმე გადაცემას, ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - ეს არის ომში საქართველოს ჩართვა. ძალიან მკაფიოდ ვამბობ ამას კონკრეტულ ლოგიკაზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ასეთ განცხადებებს ჩვენ არ ავყვებით. ვერანაირ გადაცემაზე და გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი. ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, ბუნებრივია, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics