|
2022-05-02 10:52:17, 1201 ნახვა
მსოფლიო
The Times - ჩვენ გვჯერა, რომ კრემლმა უკვე გადაწყვიტა შეტევა მოლდოვაზე
იმ შეთხვევაში თუ რუსეთი აღიარებს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას, ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობას. უკრაინის დაზვერვის წყაროები ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მოლდოვაში შეჭრისთვის უკვე შეიმუშავა მკაფიო გეგმა, „ჩვენ გვჯერა, რომ კრემლმა უკვე გადაწყვიტა შეტევა მოლდოვაზე,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს. უკრაინულმა დაზვერვამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ გარკვეული აქტივობა აღინიშნა ტირასპოლის აეროდრომზე, არააღიარებული დნესტრისპირეთის დე ფაქტო დედაქალაქში. არაა გამორიცხული, რომ რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში საჰაერო დესანტის ილ-76 სატრანსპორტო თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით დაშვებას გეგმავენ. „თუ რუსებმა მოახერხეს ქვეყნის კონტროლის ხელში ჩაგდება, მაშინ ჩვენ (უკრაინა) გავხდებით უფრო დაუცველი სამხედრო თვალსაზრისით - ეს იქნება საფრთხე უკრაინის მთლიანობისთვის. ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება ის თუ რა მოჰყვება მოლდოვის მოვლენებს, ”- აღნიშნულია დავზვერვის წყაროს გამცხადებაში. გარდა ამისა The Times-ში აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია რუსებმა 9 მაისს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სამხედრო ოპერაციის განხორციელება სცადონ. გამორიცხული არაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გამოაცხადოს. თავდაცვის კვლევითი ცენტრის სამხედრო ექსპერტები ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეინოლდსი თვლიან, რომ რუსთის მხრიდან ასეთ ოპერაციას სამი მიზანი ექნება: პირველი მიზანი იქნება უკრაინის ჯარების ნაწილის სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე დაბრუნება, რუსეთის მიზანია მოლდოვაში არსებული ხელისუფლების პროევროპული კურსის შეჩერება და ბოლოს დასავლეთის დაშინება, რომ უკრაინის იარაღითა და ფინანსებით მხარდაჭერამ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი დესტაბილიზაცია რეგიონში, განსაკუთრებით კი ბალკანეთში. შეგახსენებთ, რომ მანამდე 25 აპრილს, რუსებმა დნესტრისპირეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაზე ცეცხლი გახსნეს, ხოლო 27 აპრილს კი აფეთქეს მნიშვნელოვანი ხიდი შავი ზღვის ყურე დნეპრის ლიმანზე, რომელიც ოდესის ოლქის ორ ნაწილს ერთმანეთს აკავშირებდა.
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)