01:16 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 10:37:30, 867 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ნიჩბისში, „ავერსი-ფარმას“ და „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

 „ავერსი-ფარმას“ და  „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“  ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების სერია გრძელდება.

29 აპრილს ,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ექიმებისა და ,,ავერსი ფარმას” ორგანიზებით  უფასო გამოკვლევა-გასინჯვა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში ჩატარდა. 

,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ექიმებმა სოფელ ნიჩბისის  მოსახლეობას გაუწიეს თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული,  კარდიოლოგიური,  გინეკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, ინფექციური და ნევროლოგიური კონსულტაციები, ასევე აქციაზე მოსულ მოსახლეობას ჩაუტარდათ ექოსკოპიური, კარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები.
„ავერსი-ფარმამ“ აქციის ყველა მონაწილეს, ტრადიციისამებრ, უფასოდ გადასცა პირველადი დახმარების 12 დასახელების მედიკამენტი.

„ავერსი“ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ამ ტიპის აქციები „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ მიერ,  გარდა სოფელ ნიჩბისისა, გაიმართა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონის სოფლებში. 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics