|
2022-05-01 10:39:21, 1663 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი ოკუპანტებს - გირჩევნიათ რუსეთში გადარჩეთ, ვიდრე ჩვენს მიწაზე მოკვდეთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე გაანადგურა 1 000-ზე მეტი რუსული ტანკი, თითქმის 200 რუსული თვითმფრინავი და 2 500 ჯავშანტექნიკა. მისი განმარტებით, ამ დანაკარგის მიუხედავად, რუსულ ჯარებს დამატებითი თავდასხმებისთვის კვლავ აქვთ აღჭურვილობა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ჯარების სარდლობამ კარგად იცის, რომ მსხვერპლი უკრაინაში ძალიან დიდია, მან ოკუპანტებს ურჩია, რუსეთში გადარჩნენ ვიდრე, უკრაინის მიწაზე მოკვდნენ. "რუსეთის სარდლობამ კარგად იცის, რომ უახლოეს კვირებში კიდევ ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ათასობით დაიჭრება. მაგრამ რაში სჭირდებათ ეს თავად რუს ჯარისკაცებს? რაში სჭირდებათ ეს მათ ოჯახებს? რუსი მეთაურები ატყუებენ თავიანთ ჯარისკაცებს როდესაც ამბობენ, რომ მათ სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ბრძოლაზე უარის თქმის შემთხვევაში და ამავე დროს, მათ არ უყვებიან მაგალითად რუსული არმიის მიერ ცხედრების შესანახად დამატებითი მაცივრების მობილიზებაზე. არ უყვებიან რა ახალ "გეგმურ დანაკარგებს ელიან გენერლები. ყველა რუს ჯარისკაცს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. გირჩევნიათ რუსეთში გადარჩეთ, ვიდრე ჩვენს მიწაზე მოკვდეთ." - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)