|
2022-04-30 15:05:20, 1010 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და მთავრობის მეთაურების შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ქმედებები. ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სომხეთის პრემიერი მიესალმნენ დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)