03:08 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 11:10:06, 1395 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლექსი არესტოვიჩი - ომი უკრაინის საზღვრებს გასცდება, მისი ჩრდილი უკვე დაეცა მეზობელ ქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინის საზღვრებს გასცდება. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ "ომის ჩრდილი დაეცა მოლდოვას, ის უკვე დიდი ხანია ბელორუსიაზეა და რუსეთის რეგიონზე".

"ომი ფართოვდება, ის არ იქნება შეკავებული არც "სპეციალური ოპერაციის" ფარგლებში და არც უკრაინის საზღვრებში. მან ძალიან სერიოზული ჩრდილი მიიტანა და ამ ჩრდილში ჩანს ხანძრის გაჩენა", - განაცხადა არესტოვიჩმა. 

დნესტრისპირეთში სიტუაციის გამწვავების გამო, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთში ამერიკული BTG "Stryker Brigade" მოლდოვას საზღვარს მიუახლოვდა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი საკმაოდ გრძელი ამბავია და ის შეიძლება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics