07:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 22:32:05, 1707 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციაზე

უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციაზე - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისივე თქმით, გაერომ უნდა აღბეჭდოს და მოახდინოს ყველა იმ დანაშულის დოლუმენტირება, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

"უკრაინა მზადაა დაუყონებლივ მოლაპარაკებებისთვის,რათა აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციასთან დაკავშირებით და მიღწეული შეთანხმებების დაუყოვნებელი განხორციელება შევძლოთ. ამ ადამიანების მიმართ ჰუმანურ მოპყრობას რუსეთის ფედერაციისგანაც ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ გენერალური მდივნის მისიის ეს ნაწილი ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ ამაში ყველანაირი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics