2022-04-28 15:28:53, 2562 ნახვა
ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა თავს ნებისმიერი გზით დაიცავს, მათ შორის დაარტყამს მკვლელების საწყობებსა და ბაზებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, განახორციელებს თუ არა დარტყმებს რუსულ სამხედრო ობიექტებზე.
როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, უკრაინა თავს ნებისმიერი გზით დაიცავს, მათ შორის, დაარტყამს მკვლელების საწყობებსა და ბაზებს.
"ბლინკენმა თქვა - "უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, განახორციელებს თუ არა დარტყმებს რუსულ სამხედრო ობიექტებზე". რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინა თავს ნებისმიერი გზით დაიცავს, მათ შორის, დაარტყამს მკვლელების საწყობებსა და ბაზებს. მსოფლიო ამ უფლებას აღიარებს.", - წერს პოდოლიაკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,