|
2022-04-28 11:29:10, 1282 ნახვა
პოლიტიკა
ლიზ თრასი: მეორედ მსგავს შეცდომას არ დავუშვებთ - უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოსა და მოლდოვასაც ექნებათ საკმარისი შესაძლებლობები
მსოფლიოს მეტი უნდა გაეკეთებინა ომის თავიდან ასაცილებლად, მეორედ მსგავს შეცდომას არ დავუშვებთ, - ამის შესხებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც თრასმა აღნიშნა, საჭიროა დარწმუნდნენ, რომ უკრაინის გარდა, საქართველოსა და მოლდოვასაც ექნებათ საკმარისი შესაძლებლობები და გამძლეობა, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და შეინარჩუნონ თავისუფლება. "ჩვენ უკრაინის მაგალითიდან უნდა ვისწავლოთ. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას შეიარაღება ომის დაწყებამდე გაუგზავნა, მაგრამ მსოფლიოს მეტი უნდა გაეკეთებინა ომის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მეორედ მსგავს შეცდომას არ დავუშვებთ. ზოგი თვლის, რომ მძიმე იარაღი არ უნდა მივაწოდოთ, რადგან ამან შეიძლება უფრო დიდი პროვოკაცია გამოიწვიოს, მაგრამ ახლა სიმამაცის დროა და არა სიფრთხილის. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის გვერდით, საქართველოსა და მოლდოვასაც ექნებათ საკმარისი შესაძლებლობები და გამძლეობა, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და შეინარჩუნონ თავისუფლება". - განაცხადა ლიზ თრასმა. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)