01:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 10:47:18, 1748 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: ყოველი გამოსვლა გავმართოთ რუსთავის ციხიდან - სულ რომ მფრინავ სპილოებზე ვსაუბრობდეთ, სააკაშვილის განთავისუფლება მოვითხოვოთ

ყოველი სატელევიზიო ჩართვა, პარტიული ბრიფინგი გავმართოთ რუსთავის ციხიდან, - ამ ინიციატივით ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა გამოდის და აცხადებს, რომ ციხის ფონზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად უკვე მეტყველი გზავნილია. 

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ეს მცირედი ძალისხმევა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი "პუტინისა და ივანიშვილის ტყვეობიდან გამოიხსნან". 

"ყოველი გამოსვლა, სულ რომ ამინდზე, ტრიგონომეტრიაზე ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს, საუბარი დავიწყოთ და დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. მეტიც თავად ციხის ფონზე საუბარი უკვე მეტყველი გზავნილია -თავისუფლება მიშას 

მესმის, ლოჯისტიკურად შესაძლოა რთულია, მათ შორის ტელევიზიებისთვისაც. სახლიდან, სტუდიიდან გაცილებით მოსახერხებელია საუბარი. დრო, საწვავი და ნერვები ნაკლებად იხარჯება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს თუნდაც მცირედი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისა და ივანიშვილის ტყვეს, მიხეილ სააკაშვილის, დასახსნელად. მნიშვნელოვანია პატიმრის გასამხნევებლად, მნიშვნელოვანია ამ უსამართლო და ისტორიული სირცხვილის ჩამოსარეცხად, მნიშვნელოვანია რომ ეს თემა მუდმივად იყოს დღის წესრიგში, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. 

ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ თუ ბევრნი დავნერგავთ ამ ძალიახმევას, მე დარწმუნებული ვარ რომ ის ამაოდ არ ჩაივლის,"- წერს გიგი უგულავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics