07:32 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 19:31:25, 1288 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკები შეამოწმა

„კლინიკების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ არ მოწესრიგდება მდგომარეობა და არ ვიქნებით თავდაჯერებულები, რომ მოქალაქეები მკურნალობენ უსაფრთხო გარემოში და სახელმწიფოსგან და ბიუჯეტიდან სწორად ხდება ანაზღაურება, იმის მიხედვით, რა პროცედურა და მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს,“ – აღნიშნულის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით,  ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყო. სამინისტროს აუდიტის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, პარალელურად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლის, სხვადასხვა პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესრულების, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების მართლზომიერებისა და ფინანსური მიმართულებით მონიტორინგს ახორციელებს.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო, კოვიდის პერიოდში, სრულად უზრუნველყოფდა, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, ნებისმიერი პაციენტის მკურნალობის თანხების ანაზღაურებას. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, უკვე იკვეთება ისეთი შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერად  ხდებოდა ფაქტობრივი ანგარიშგებების წარმოდგენა და ასევე, რამდენიმე კლინიკაში იკვეთება, რომ არის ძალიან სამწუხარო და სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით. ზოგიერთ კლინიკაში საერთოდ მოშლილია და სახეზე გვაქვს ის სისტემური პრობლემები, რაც სამწუხაროდ კოვიდმა კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა. ამიტომ იმ დატვირთულობის ფონზე, რაც კლინიკებს ჰქონდათ 2 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ამ რეალობამდე ვართ დღეს მისული. მინდა დავაზუსტო ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ აღნიშნული მონიტორინგი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, ამას ექნება სისტემური სახე და ჩვენი თანამშრომლები მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე, კონკრეტულ ვადებში, ხელმეორედ მივლენ და შეამოწმებენ კლინიკებს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics