|
2022-04-26 00:59:26, 5213 ნახვა
High - Tech
ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ დოლარად იყიდა
ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ დოლარად იყიდა - კომპანიის დირექტორთა საბჭომ მიიღო მისი შეთავაზება. ილონ მასკმა, რომელმაც ორი კვირის წინ Twitter-ის მფლობელებს შესთავაზა კომპანიის გაყიდვა, თქვა, რომ ამ სოციალურ ქსელს აქვს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი, რომლის რეალიზებაც მას შეუძლია. აპრილში მასკმა Twitter-ის 9,2% აქცია 2,89 მილიარდ დოლარად იყიდა და გახდა კომპანიის უმსხვილესი აქციონერი. მიმდინარე გარიგების შესახებ დისკუსიები, რომელიც გაურკვეველი ჩანდა ერთი კვირის წინ, დაჩქარდა გასული კვირის ბოლოს მას შემდეგ, რაც მასკმა კომპანიის აქციონერები თავის მხარეს მოუწოდა და მათ გარიგების ფინანსური დეტალები გაუზიარა. აქციონერების ზეწოლის ქვეშ Twitter-მა დაიწყო მოლაპარაკება მასკთან, რომელმაც შესთავაზა $54,20 აქციაზე. როდესაც ახალი ამბები გავრცელდა, Twitter-ის აქციების ფასი ბირჟაზე 6%-ით გაიზარდა. მიმდინარე გარიგების ფასი 40%-ით მაღალია, ვიდრე მასკის მიერ 9%-იანი წილის გამოცხადების წინა დღეს ვაჭრობის დახურვის დროს. თუმცა, ეს ფასი 70 დოლარზე დაბალია, ფასი, რომლითაც Twitter ვაჭრობდა გასულ წელს. ახლა Twitter-ის მენეჯმენტი აპირებს სთხოვოს აქციონერებს ხმა მისცენ გარიგების დამტკიცებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)