|
2022-04-25 19:29:09, 1329 ნახვა
მსოფლიო
გარემოს დამცველი ორგანიზაცია Greenpeace - ჩვენმა აქტივისტებმა ბლოკირება მოუწყვეს რუსული ნავთობის ნორვეგიაში ჩამტან ტანკერს
აქტივისტებმა ბლოკირება მოუწყვეს რუსული ნავთობის ნორვეგიაში ჩამტან ტანკერს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დამცველი ორგანიზაცია Greenpeace ავრცელებს. მათივე თქმით, აქტივისტები ადგილზე ჩავიდნენ პატარა ზომის ნავით და შემდეგ თავი მიიბეს ტანკერის ღუზის ჯაჭვზე, იმ მიზნით, რომ დაებლოკათ 95,000 ტონამდე ნავთობის გადმოტვირთვის პროცესი. "ჩემთვის შოკისმომგვრელია, რომ ნორვეგია ფუნქციონირებს უფასო პორტის ფორმით რუსეთის ნავთობისთვის, რითაც, როგორც ვიცით, რუსეთის ომი ფინანსდება", - ამბობს Greenpeace-ის ნორვეგიული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფროდე პლიმი. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)