03:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 13:59:11, 2181 ნახვა

ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი - ოკუპანტები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ბოევიკებს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა რუსული ჯარები ISIS-ის ბოევიკებს შეადარა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც დატყვევებულ უკრაინელ ჯარისკაცს სიკვდილით დაემუქრნენ, თუ მშობლები გამოსასყიდს არ გადაიხდიდნენ.

როგორც პოდოლიაკი Twitter-ის გვერდზე წერს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული.

 „რუსული ჯარი სულ უფრო მეტად ემსგავსება  SIS-ის ბოევიკებს. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული,"- აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

ცნობისთვის, უკრაინელი ჯარისკაცი ალექსეი ნოვიკოვი, 23 აპრილს ტყვედ ჩავარდა. მისი ვიდეო რუსმა ოკუპანტებმა ჯარისკაცის დედას  გადაეგზავნეს და 5000 ევროს სთხოვდნენ შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics