|
2022-04-25 13:50:25, 1373 ნახვა
საზოგადოება
იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილისმა გვადალახარას გადასცა
იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილისმა მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სტატუსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც გვადალახარაში შედგა, თბილისიდან ოფიციალური დელეგაცია დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი და პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრები. სტატუსის გადაცემის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ იუნესკო-სა და გვადალახარას მერიის წარმომადგენლები, მექსიკელი მწერლები, გამომცემლები და სხვა საპატიო სტუმრები. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი დედაქალაქი, მსოფლიოს რუკაზე, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობითაა წარმოდგენილი. ამ ერთი წლის განმავლობაში ლიტერატურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. მადლობა იუნესკო-ს ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა გუნდს, რომელმაც ჩვენი დედაქალაქისთვის ასე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ვუსურვებ წარმატებას გვადალახარას, რომელმაც იუნესკო-ს ესტაფეტა თბილისისგან გადაიბარა. მე კარგად გავეცანი მათ პროგრამას და მჯერა, რომ ქალაქსა და მთელი ქვეყნის მოსახლეობას, წინ საინტერესო ერთი წელი ელის“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ. თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში იყო. ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 50-ზე მეტი მასშტაბური, სახალხო, პროფესიული, საბავშვო, ახალგაზრდული, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი. დაარსდა საბავშვო წიგნის ფესტივალი და ლიტერატურული პრემია „ნაკადული“, განახლდა თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა, მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლობებისთვის ჩატარდა არაერთი კონკურსი, ლექცია-სემინარები, განხორციელდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო რეზიდენციები. პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, განხორციელდა არაერთი სახალხო ღონისძიებაც. მათ შორის, წიგნების ფლიმარკეტები, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონისა და სხვათა შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები. ასევე, ჩატარდა სამი ლიტერატურული ბანაკი სტუდენტებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. გახმოვანდა და აუდიო წიგნების სახით გამოვიდა თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები, დაარსდა საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმი და უამრავი სხვა. პროექტის მთავარი განმახორციელებლი იყო თბილისის მერია, გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი, პარტნიორები: მწერალთა სახლი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აშშ-ის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯეოლაბი, აჭარა ჯგუფი, პოსტრედი და სხვა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)