03:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-24 17:22:11, 1798 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლექსი არესტოვიჩი - რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში ორ-სამ კვირაში დასრულდება

რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში ორ-სამ კვირაში დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგ, შესაძლოა საომარი მოქმედებები შეწყდეს და ომი პოზიციურ ფაზაში გადავიდეს.

"ორ-სამ კვირაში დასრულდება ეს შეტევა. ამასთან, სავსებით შესაძლებელია, რომ ომის აქტიური ფაზაც დასრულდეს, რადგან რუსეთის ჯარებს თავდასხმის მეტი არაფერი აქვთ", - განაცხადა არესტოვიჩმა. 

მისი თქმით, ახლა რუსული ძალები საკმაოდ აქტიურად მიიწევენ უკრაინის აღმოსავლეთში, მაგრამ მათთვის პრობლემა ის არის, რომ ეს არის არახელსაყრელი რელიეფი შეტევისთვის და იქ შეკრებილი ძალები არ არის საკმარისი გასამარჯვებლად.

“იზიუმის მიმართულებით, ისინი ცდილობენ 25000 ჯარისკაცის შეყვანას ხუთ ტყის გზაზე. ირგვლივ არის ხევები, გატეხილი სარკინიგზო ლიანდაგები და გადასასვლელები. მრავალი ნაგებობა გრძელი ბეტონის არხებით - გაითვალისწინეთ ტანკსაწინააღმდეგო თხრილები. ამ მხარეში წვიმდა თითქმის ორი კვირა - ეს სველი მინდვრებია, ვერ გადიხარ, მათ წინააღმდეგ ჩვენი ყველაზე საბრძოლო ნაწილებია მძიმე მექანიზებული ქვეითი და სატანკო ნაწილები, რომლებიც იქ რვა წელია დგას, მათ კარგად იციან ტერიტორია, გაბრაზებულები არიან და მოტივირებული. გამოუვალი მდგომარეობაა [რუსული ჯარებისთვის]. თავიდანვე სიგიჟე იყო იქ ოპერაციის ჩატარება. სამხედრო თვალსაზრისით ეს არ იყო საჭირო. ეს აიხსნება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებით. - წავიდეს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების საზღვრებში და გამოაცხადო გამარჯვება“, - ამბობს არესტოვიჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics