03:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-24 11:46:49, 1494 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 213 ბავშვი დაიღუპა, 389 კი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს  213 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 389 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს .

 23 აპრილს, აგრესორის მიერ ოდესის საცხოვრებელი რაიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა დედა 3 თვის ჩვილთან ერთად;

23 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი გოგონა - დონეცკის დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები;

23 აპრილს, მიკოლაევის ოლქში, სოფელ ნოვოკიევკაში 9 წლის ბიჭი და 17 წლის გოგონა დაშავდნენ რუსლი ნაღმების აფეთქების შედეგად;

22 აპრილს, ზაპოროჟიეს ოლქში, ვასილივკას რაიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა;

22 აპრილს, კიევის ოლქში, ბუჩას რაიონში ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების გამოძიების დროს, 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics