2022-04-22 17:28:15, 1392 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევში ბრიტანეთის საელჩო მუშაობას მომავალ კვირაში გაანახლებს
კიევში ბრიტანეთის საელჩო მუშაობას მომავალ კვირაში განაახლებს. - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ავრცელებს.
მისავე თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და კიდევ ერთხელ უკრინისადმი სოლიდარობასე ხაზგასმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დელეგაცია კიევიდან ლვოვში 18 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს.
შეგახსენებთ,რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,