|
2022-04-22 15:32:37, 1291 ნახვა
პოლიტიკა
პენინტენციური - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა, ის რიგ კვლევებზე უარს აცხადებს
უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს, - სპეციალური პენინტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექსპრეზიდენტს უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეცილისტის კონსულტაცია, დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში. „აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდირებულ ფიზიკურ აქტივობაზე. ,,პატიმრობის კოდექსის" საფუძველზე ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მსგავსად, მ.სააკაშვილსაც ეძლევა შესაძლებლობა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოყოფილ სასეირნო სივრცეში დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით, თუმცა თავად მსჯავრდებული მისთვის მინიჭებული ამ უფლების გამოყენებაზეც უარს აცხადებს,"- ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საგანგაშო უწოდა და განაცხადა, რომ გადაუდებლად სჭირდება მკურნალობა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)