20:18 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 14:28:13, 1738 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი აცხადებს, რომ მომდევნო მიზანი დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის აღებაა

სპეციალური ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, რუსტამ მინეკაევი ავრცელებს.

მისივე თქმით, დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლი, რუსეთს საშუალებას მისცემს შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე.

„ სპეციალური ოპერაციის მეორე ეტაპის დაწყებიდან, ის უკვე დაიწყო, ფაქტობრივად ორი დღის წინ, რუსული არმიის ერთ-ერთი ამოცანაა დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics