2022-04-21 19:32:51, 1647 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - 500 მილიონ დოლარს მივაწვდით უკრაინის მთავრობას
500 მილიონი დოლარს მივაწვდით უკრაინის მთავრობას. - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, აშშ სრულ მხარდაჭერასა და მზადყოფნას გამოხატავს მომავალშიც დაეხმაროს უკრაინას და მებრძოლ უკრაინელებს.
"დღეს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა და ჩვენ მზად ვართ, დამატებით 500 მილიონი დოლარი მივაწოდოთ უკრაინის მთავრობას პირდაპირი ეკონომიკური დახმარების სახით ", - აგანახადა ბაიდენმა
შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ქალებისა და ბავშვების. ამ ყველაფერს კი ევროპისა და აშშ-ს მხრიდან რუსეთის მიმართებით სერიოზული სანქციები მოჰყვა. პირველად სანქცირებულ პირებს შორის პუტინი და მასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,