02:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 17:17:04, 1071 ნახვა

პოლიტიკა
NDI - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მომხრეა

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მომხრეა. - ამის შესახებ, ინფორმაციას NDI-ს კვლევაში ვეცნობით.

კვლევის მიხეედვით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერები, კაცები და 55+ ასაკის მოქალაქეები არ უჭერენ მხარს

" კითხვაზე, თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის?, 66% პასუხობს, რომ უნდა შემოიღოს, 23% წინააღმდეგია, 11%-მა არ იცის, ხოლო კითხვას უპასუხოდ 1% ტოვებს." -  ამის შესახებ NDI - ს კვლევაში ნათქვამი. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნდა.

აღნიშნული კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics