|
2022-04-21 16:40:18, 830 ნახვა
პოლიტიკა
NDI: საქართველოს მოქალაქეების 82% ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა
NDI-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოქალაქეების 82 პროცენტი ემხრობა, ამასთან, მოქალაქეების აზრით, ევროკავშირი ყველაზე სასურველ ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,საქართველოს საზოგადოების განწყობებში ცვლილებები იკვეთება. გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს და მეტ უსაფრთხოებას მოუტანს; შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. „კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)