|
2022-04-21 15:00:47, 1076 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი - ვლოცულობთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, ჩვენ მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია
მე ხშირად მივდივარ მასთან მოსანახულებლად, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მეუფეს თქმით, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას აზრი არ აქვს, თუმცა ტელევიზიიდანაც ჩანდა რომ ექსპრეზიდენტი თავს კარგად არ გრძნობს. "ჩვენ ვლოცულობთ ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის. მე ხშირად მივდივარ მასთან მოსანახულებლად და ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია. რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი, არც აზრი აქვს. ტელევიზიით ყველამ ვნახეთ, რომ თავს კარგად ვერ გრძნობს, ალბათ მოვინახულებ კიდე", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზი. ცნობისთვის, გუშინ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ცუდად გახდა. ექსპრეზიდენტმა სიტყვის წარმოთქმისას ექიმის დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)